Реальна Війна

Лёха в Short’ах Long’ует

Україна Сейчас | УС: новини, політика

Мир сегодня с "Юрий Подоляка"

Труха⚡️Україна

Николаевский Ванёк

Лачен пише

Анатолий Шарий

Реальний Київ | Украина

Реальна Війна

Лёха в Short’ах Long’ует

Україна Сейчас | УС: новини, політика

Мир сегодня с "Юрий Подоляка"

Труха⚡️Україна

Николаевский Ванёк

Лачен пише

Анатолий Шарий

Реальний Київ | Украина

Реальна Війна

Лёха в Short’ах Long’ует

Україна Сейчас | УС: новини, політика

Polemos
记录
07.04.202523:59
477订阅者23.12.202423:59
100引用指数07.04.202515:20
102每帖平均覆盖率26.04.202518:22
0广告帖子的平均覆盖率26.04.202518:22
0.00%ER08.03.202515:20
22.13%ERR

29.03.202513:02
დღევანდელ დღეს დაიბადა ლეგენდარული გერმანელი მოაზროვნე, მწერალი, ორი მსოფლიო ომის ქარიშხალ გამოვლილი ოფიცერი, "სულის არისტოკრატი" და "კონსერვატორი რევოლუციონერი" - ერნსტ იუნგერი.
“ნებისმიერი კომფორტისთვის უნდა გადაიხადო. შინაური ცხოველის მდგომარეობას სასაკლაო პირუტყვის მდგომარეობა მოსდევს".
"ომი ჩვენი მამაა, მან ჩაგვსახა, ახალი ტომი, სანგრების გავარვარებულ საშვილოსნოში, და ჩვენ სიამაყით ვაღიარებთ ჩვენს ნათესაობას. ამიტომ, ჩვენი ფასეულობები იქნება გმირების, მეომრების ფასეულობები და არავითარ შემთხვევაში მევახშეების, რომლებიც მზად არიან სამყარო საკუთარი არშინით გაზომონ. ჩვენ არ ვფიქრობთ სარგებელსა და პრაქტიკულ გამორჩენაზე, ჩვენთვის კომფორტი არაფერია, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის, რაც აუცილებელია - ის, რაც ბედისწერას სურს".

02.04.202516:20
უკვე თვეზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია იმ მთავრობის მოღვაწეობას იძიებს, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ გადაიბარა. "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულების პარალელურად, განხილვის მთავარი თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია.
ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების მესვეურების მიერ დაშვებული შეცდომების ობიექტური გამოძიებაა, რომელთა შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართველი მეომრები დაიღუპნენ. არ გამოვრიცხავთ, რომ წინა მთავრობის გადაცდომებს ომის დროს უარყოფითი შედეგების მოტანა შეეძლო, მაგრამ თუ ყურადღებით მოვუსმენთ კომისიის წევრებს, მათ კითხვებს და "ოცნების" მოთავეების ბოლო დროინდელ განცხადებებს, ნათელი გახდება ამ სატელევიზიო სპექტაკლის რეალური მიზანი.
"ოცნებას" არასდროს უჭირდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, არც ახლა არის გამონაკლისი - წინა რეჟიმის გასამართლებით შეფუთული პროცესის მიღმა, სინამდვილეში რუსეთის რეაბილიტაცია, მისი ბრალეულობის მოხსნა მიმდინარეობს.
"ოცნების" მესვეურები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, მაშინ როცა ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. "ოცნება" რუსულ წინასწარ დაგეგმილ აგრესიაზე აუცილებელი და გარდაუვალი პასუხის გაცემას ომის დაწყებად ასაღებს. დავუშვათ და ქართულმა მხარემ ომი მართლაც დაიწყო და მართლა დაბომბა მძინარე ცხინვალი, (რის წარმოჩენასაც წულუკიანი აქტიურად ცდილობს კომისიის სხდომებზე), გამოდის რომ ქართული მხარე აგრესორია, ხოლო რუსული არმია საკუთარი მოქალაქეების დაცვას ლეგიტიმურად ცდილობდა. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უფრო დამნაშავეა ვიდრე რუსეთი. „მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ - ივანიშვილის გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაკეთებული ეს განცხადებაც ჩვენს მიერ ზემოთქმულს ადასტურებს.
დასავლეთისგან დისტანცირებასთან ერთად, "ოცნების" ეს ქმედებები ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ნათელია - დღეს, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ კრემლისთვის სასარგებლო საქმე კეთდება. ბოდიშის მოხდის შემდეგ, მათ სურთ, რომ საქართველო აგრესორის, ხოლო ქართველი მეომრები ომის დამნაშავეების როლში გამოიყვანონ.
ივანიშვილის "საოცნებო" მშვიდობით დადუმებულ ერს ამ მშვიდობის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

07.04.202514:01
"გადამწყვეტი იერიში უნდა მივიტანოთ ქალაქის მუსიკალურ ფოლკლორში თემურ ლენგისა და შაჰ-აბასის ნაოხრალის იავარსაყოფად. საამისო ფარი და მახვილი კი მუსიკალურ-სასწავლო დაწესებულებებში ქართული სიმღერა-გალობის საყოველთაო სწავლების ფართო დანერგვაა. ეს ამბავი რამდენადმე მუსიკალური გემოვნების არანაკლებ შემრყვნელის, ჯაზური ესტრადის პოზიციათა შერყევაშიც დაგვეხმარება, ჯაზური ესტრადისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აფრიკული კანიბალიზმისა და პორნოგრაფიის გამოხატულება მუსიკაში, მორფინისტებისა და სექსუალური მანიაკების შემომკრები. ტაბაკონას მთიდან შუაგულ ქალაქში გადმოხვეწილი როკაპების ამ კრებულს, ინკვიზიციის კოცონთა ნაცვლად, ყოველივე განწმენდილი და ვაჟკაცური უნდა შევაგებოთ, რაც კი ოდესმე ჩვენს ერს შეუქმნია."
მერაბ კოსტავა
მერაბ კოსტავა
频道变更历史
登录以解锁更多功能。