Україна Online: Новини | Політика

Телеграмна служба новин - Україна

Резидент

Мир сегодня с "Юрий Подоляка"

Труха⚡️Україна

Николаевский Ванёк

Лачен пише

Реальний Київ | Украина

Реальна Війна

Україна Online: Новини | Політика

Телеграмна служба новин - Україна

Резидент

Мир сегодня с "Юрий Подоляка"

Труха⚡️Україна

Николаевский Ванёк

Лачен пише

Реальний Київ | Украина

Реальна Війна

Україна Online: Новини | Політика

Телеграмна служба новин - Україна

Резидент

Polemos
记录
07.04.202523:59
477订阅者23.12.202423:59
100引用指数07.04.202515:20
102每帖平均覆盖率24.04.202508:56
0广告帖子的平均覆盖率24.04.202508:56
0.00%ER08.03.202515:20
22.13%ERR

29.03.202513:02
დღევანდელ დღეს დაიბადა ლეგენდარული გერმანელი მოაზროვნე, მწერალი, ორი მსოფლიო ომის ქარიშხალ გამოვლილი ოფიცერი, "სულის არისტოკრატი" და "კონსერვატორი რევოლუციონერი" - ერნსტ იუნგერი.
“ნებისმიერი კომფორტისთვის უნდა გადაიხადო. შინაური ცხოველის მდგომარეობას სასაკლაო პირუტყვის მდგომარეობა მოსდევს".
"ომი ჩვენი მამაა, მან ჩაგვსახა, ახალი ტომი, სანგრების გავარვარებულ საშვილოსნოში, და ჩვენ სიამაყით ვაღიარებთ ჩვენს ნათესაობას. ამიტომ, ჩვენი ფასეულობები იქნება გმირების, მეომრების ფასეულობები და არავითარ შემთხვევაში მევახშეების, რომლებიც მზად არიან სამყარო საკუთარი არშინით გაზომონ. ჩვენ არ ვფიქრობთ სარგებელსა და პრაქტიკულ გამორჩენაზე, ჩვენთვის კომფორტი არაფერია, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის, რაც აუცილებელია - ის, რაც ბედისწერას სურს".

02.04.202516:20
უკვე თვეზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია იმ მთავრობის მოღვაწეობას იძიებს, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ გადაიბარა. "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულების პარალელურად, განხილვის მთავარი თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია.
ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების მესვეურების მიერ დაშვებული შეცდომების ობიექტური გამოძიებაა, რომელთა შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართველი მეომრები დაიღუპნენ. არ გამოვრიცხავთ, რომ წინა მთავრობის გადაცდომებს ომის დროს უარყოფითი შედეგების მოტანა შეეძლო, მაგრამ თუ ყურადღებით მოვუსმენთ კომისიის წევრებს, მათ კითხვებს და "ოცნების" მოთავეების ბოლო დროინდელ განცხადებებს, ნათელი გახდება ამ სატელევიზიო სპექტაკლის რეალური მიზანი.
"ოცნებას" არასდროს უჭირდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, არც ახლა არის გამონაკლისი - წინა რეჟიმის გასამართლებით შეფუთული პროცესის მიღმა, სინამდვილეში რუსეთის რეაბილიტაცია, მისი ბრალეულობის მოხსნა მიმდინარეობს.
"ოცნების" მესვეურები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, მაშინ როცა ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. "ოცნება" რუსულ წინასწარ დაგეგმილ აგრესიაზე აუცილებელი და გარდაუვალი პასუხის გაცემას ომის დაწყებად ასაღებს. დავუშვათ და ქართულმა მხარემ ომი მართლაც დაიწყო და მართლა დაბომბა მძინარე ცხინვალი, (რის წარმოჩენასაც წულუკიანი აქტიურად ცდილობს კომისიის სხდომებზე), გამოდის რომ ქართული მხარე აგრესორია, ხოლო რუსული არმია საკუთარი მოქალაქეების დაცვას ლეგიტიმურად ცდილობდა. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უფრო დამნაშავეა ვიდრე რუსეთი. „მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ - ივანიშვილის გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაკეთებული ეს განცხადებაც ჩვენს მიერ ზემოთქმულს ადასტურებს.
დასავლეთისგან დისტანცირებასთან ერთად, "ოცნების" ეს ქმედებები ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ნათელია - დღეს, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ კრემლისთვის სასარგებლო საქმე კეთდება. ბოდიშის მოხდის შემდეგ, მათ სურთ, რომ საქართველო აგრესორის, ხოლო ქართველი მეომრები ომის დამნაშავეების როლში გამოიყვანონ.
ივანიშვილის "საოცნებო" მშვიდობით დადუმებულ ერს ამ მშვიდობის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

24.03.202514:02
26 წლის წინ, 1999 წლის 24 მარტს, ნატოს ძალებმა აშშ-ს თაოსნობით იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყეს. ალიანსის ავიადარტყმები 78 დღეს გაგრძელდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 4 ათასამდე ადამიანი, 2/3 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვებიც, დაიჭრა 10 ათასამდე , განადგურდა ან დაზიანდა 40 ათასამდე შენობა, მათ შორის კულტურის ძეგლები. ეკოლოგიასა და ეკონომიკისთვის მიყენებული კოლოსალური ზარალი დღემდე თავს ახსენებს სერბეთს.
აგრესიის ფორმალური საბაბი გახდა ნატოს მოთხოვნის შეუსრულებლობა ბელგრადის მხრიდან, კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური ოლქიდან ჯარების გაყვანაზე, სადაც გამწვავებული იყო კონფლიქტი სერბულ და ალბანურ მოსახლეობას შორის.
სერბულმა მხარემ უარი განაცხადა ალბანელთათვის ფართო ავტონომიის მინიჭებასა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე ნატოს კონტინგენტის განთავსებაზე, რაც მისი სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იქნებოდა. შედეგად ნატოს ავიაციამ დაიწყო ოპერაცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გარეშე, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ღია აგრესიაა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა ათასზე მეტი საფრენი აპარატი, რომელთა უმრავლესობა აშშ-ს წარმოდგენილი იყო. ოპერაციის 78 დღის განმავლობაში განხორციელდა 38 ათასი საბრძოლო გაფრენა, ჩამოგდებული იქნა 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა და 80 ათას ტონამდე ბომბი, მათ შორის კასეტური და ურანის დაბალი შემცველობის 15 ათას ტონამდე ბომბი. შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი იუგოსლავიაში. ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით.
უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში მყოფ იუგოსლავიას დანებება მოუწია, შედეგად კოსოვოსა და მეტოხიაში ნატოს კონტინგენტი შევიდა, რომელმაც მოგვიანებით რეგიონზე კონტროლი ალბანელ სეპარატისტებს გადასცა. 2008 წელს ე.წ. კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით. სხვათა შორის, ამ პრეცედენტმა გზა გაუხსნა რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ასაღიარებლად. კოსოვოში დარჩენილ სერბებს დღემდე ტერორსა და უსამართლობასთან ბრძოლაში უწევთ ცხოვრება.
“მშვიდობის სახელით” ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი რა თქმა უნდა არავინ აგო, აგრესორებს სინდისის ქენჯნაც არ აწუხებდათ, რაც მათ ცინიზმში გამოიხატა - ნატოს ავიაბომბებს ეწერათ: "ბედნიერი აღდგომა!", "იმედი გვაქვს მოგეწონებათ", "კიდევ გინდა სერბი იყო?" და ა.შ. ცნობისთვის, მოკავშირეებმა ბელგრადი 1944 წელსაც დაბომბეს, მაშინაც აგრესია აღდგომის დღესასწაულის პარალელურად მიმდინარეობდა და რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ასე მკვიდრდებოდა დემოკრატია იუგოსლავიაში - სირენების გამაყრუებელი ხმის, ბავშვების გოდებისა და ავიაბომბების აფეთქებების ფონზე...

25.03.202515:07

25.03.202515:07
1821 წლის 25 მარტს დაიწყო ბერძენი ხალხის შეიარაღებული ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისგან გასათავისუფლებლად, რომელიც 8 წელიწადს გაგრძელდა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
1821 წლის ბერძნული რევოლუცია იყო პირველი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც ევროპაში წარმატებას მიაღწია და შემდგომში ბიძგი მისცა სხვა ერებს, რათა შეექმნათ ეროვნული სახელმწიფოები, რაც ევროპისთვის აქამდე უცხო იყო. ბერძნებს არ გამოუგონიათ ეროვნული სახელმწიფო, მაგრამ სწორედ მათ შეძლეს ამ ექსპერიმენტის რეალიზება.
საბერძნეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი მომენტი, რომლის შედეგად ევროპის მთელი გეოპოლიტიკური რუკა XVIII საუკუნის მრავალეთნიკური, ავტოკრატიულად მართული იმპერიების მოდელიდან გადაეწყო XX საუკუნის ეროვნული სახელმწიფოების მოდელზე.
"თავისუფლება მხოლოდ იმათი საკუთრებაა, ვისაც მის დასაცავად გამბედაობა ჰყოფნის."
პერიკლე
Ελευθερία ή Θάνατος!

07.04.202514:01
"გადამწყვეტი იერიში უნდა მივიტანოთ ქალაქის მუსიკალურ ფოლკლორში თემურ ლენგისა და შაჰ-აბასის ნაოხრალის იავარსაყოფად. საამისო ფარი და მახვილი კი მუსიკალურ-სასწავლო დაწესებულებებში ქართული სიმღერა-გალობის საყოველთაო სწავლების ფართო დანერგვაა. ეს ამბავი რამდენადმე მუსიკალური გემოვნების არანაკლებ შემრყვნელის, ჯაზური ესტრადის პოზიციათა შერყევაშიც დაგვეხმარება, ჯაზური ესტრადისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აფრიკული კანიბალიზმისა და პორნოგრაფიის გამოხატულება მუსიკაში, მორფინისტებისა და სექსუალური მანიაკების შემომკრები. ტაბაკონას მთიდან შუაგულ ქალაქში გადმოხვეწილი როკაპების ამ კრებულს, ინკვიზიციის კოცონთა ნაცვლად, ყოველივე განწმენდილი და ვაჟკაცური უნდა შევაგებოთ, რაც კი ოდესმე ჩვენს ერს შეუქმნია."
მერაბ კოსტავა
მერაბ კოსტავა
24.03.202514:02

24.03.202514:02
登录以解锁更多功能。