07.04.202514:01
"გადამწყვეტი იერიში უნდა მივიტანოთ ქალაქის მუსიკალურ ფოლკლორში თემურ ლენგისა და შაჰ-აბასის ნაოხრალის იავარსაყოფად. საამისო ფარი და მახვილი კი მუსიკალურ-სასწავლო დაწესებულებებში ქართული სიმღერა-გალობის საყოველთაო სწავლების ფართო დანერგვაა. ეს ამბავი რამდენადმე მუსიკალური გემოვნების არანაკლებ შემრყვნელის, ჯაზური ესტრადის პოზიციათა შერყევაშიც დაგვეხმარება, ჯაზური ესტრადისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აფრიკული კანიბალიზმისა და პორნოგრაფიის გამოხატულება მუსიკაში, მორფინისტებისა და სექსუალური მანიაკების შემომკრები. ტაბაკონას მთიდან შუაგულ ქალაქში გადმოხვეწილი როკაპების ამ კრებულს, ინკვიზიციის კოცონთა ნაცვლად, ყოველივე განწმენდილი და ვაჟკაცური უნდა შევაგებოთ, რაც კი ოდესმე ჩვენს ერს შეუქმნია."
მერაბ კოსტავა
მერაბ კოსტავა
25.03.202515:07

24.03.202514:02

20.03.202512:08
18.03.202511:25
14.03.202511:14
2022 წლის 14 მარტს სოფელ ჰორენკაში, რუსული გრადების დაბომბვის შედეგად დაიღუპა პოლკ “აზოვის” ვეტერანი, თანამედროვე უკრაინული ნაციონალიზმის იდეოლოგი, გამომცემლობა "Орієнтир" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი - მიკოლა “კრუკ” კრავჩენკო.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან კრუკი აზოვის სხვა ვეტერანებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა კიევის აზოვის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების შექმნაში. უკანასკნელი კვირა იგი ხელმძღვანელობდა კიევის თავდაცვის დასავლეთ ზოლის აგებას.
მიკოლა კრავჩენკო 2014 წლიდან იარაღით ხელში იცავდა მშობლიურ ხარკივსა და დონბასს რუსი ოკუპანტებისგან და პოლკ აზოვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. კრუკი აგრეთვე იკვლევდა უკრაინული ნაციონალიზმის ისტორიასა და იდეოლოგიას, უკრაინის უახლოეს ისტორიას. კრუკმა გამოსცა არაერთი წიგნი საკუთარი ავტორობით, მათ შორის აფხაზეთის ომის უკრაინელ მოხალისეებზეც.
მიკოლა კრავჩენკოს დაღუპვამდე ორი კვირით ადრე, 1 მარტს, რუსებთან ბრძოლაში, მშობლიური ხარკივის დაცვისას დაიღუპა მისი მამა სერჰი კრავჩენკო, რომელსაც დაღუპვის დღეს მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი უნდა მიეღო კიევში. ამის ნაცვლად ის მშობლიური ქალაქის დასაცავად დარჩა.
კრუკის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე პატივი გვხვდა კიევში პირადად გაგვეცნო იგი და ერთ-ერთ დავალებაზე თან ვხლებოდით. მისი სახით უკრაინამ უაღრესად ღირსეული და გამორჩეული შვილი დაკარგა, ხოლო საქართველომ კარგი მეგობარი.
Микола «Крук» Кравченко Присутній!

02.04.202516:20
უკვე თვეზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია იმ მთავრობის მოღვაწეობას იძიებს, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ გადაიბარა. "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულების პარალელურად, განხილვის მთავარი თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია.
ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების მესვეურების მიერ დაშვებული შეცდომების ობიექტური გამოძიებაა, რომელთა შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართველი მეომრები დაიღუპნენ. არ გამოვრიცხავთ, რომ წინა მთავრობის გადაცდომებს ომის დროს უარყოფითი შედეგების მოტანა შეეძლო, მაგრამ თუ ყურადღებით მოვუსმენთ კომისიის წევრებს, მათ კითხვებს და "ოცნების" მოთავეების ბოლო დროინდელ განცხადებებს, ნათელი გახდება ამ სატელევიზიო სპექტაკლის რეალური მიზანი.
"ოცნებას" არასდროს უჭირდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, არც ახლა არის გამონაკლისი - წინა რეჟიმის გასამართლებით შეფუთული პროცესის მიღმა, სინამდვილეში რუსეთის რეაბილიტაცია, მისი ბრალეულობის მოხსნა მიმდინარეობს.
"ოცნების" მესვეურები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, მაშინ როცა ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. "ოცნება" რუსულ წინასწარ დაგეგმილ აგრესიაზე აუცილებელი და გარდაუვალი პასუხის გაცემას ომის დაწყებად ასაღებს. დავუშვათ და ქართულმა მხარემ ომი მართლაც დაიწყო და მართლა დაბომბა მძინარე ცხინვალი, (რის წარმოჩენასაც წულუკიანი აქტიურად ცდილობს კომისიის სხდომებზე), გამოდის რომ ქართული მხარე აგრესორია, ხოლო რუსული არმია საკუთარი მოქალაქეების დაცვას ლეგიტიმურად ცდილობდა. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უფრო დამნაშავეა ვიდრე რუსეთი. „მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ - ივანიშვილის გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაკეთებული ეს განცხადებაც ჩვენს მიერ ზემოთქმულს ადასტურებს.
დასავლეთისგან დისტანცირებასთან ერთად, "ოცნების" ეს ქმედებები ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ნათელია - დღეს, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ კრემლისთვის სასარგებლო საქმე კეთდება. ბოდიშის მოხდის შემდეგ, მათ სურთ, რომ საქართველო აგრესორის, ხოლო ქართველი მეომრები ომის დამნაშავეების როლში გამოიყვანონ.
ივანიშვილის "საოცნებო" მშვიდობით დადუმებულ ერს ამ მშვიდობის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

1821 წლის 25 მარტს დაიწყო ბერძენი ხალხის შეიარაღებული ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისგან გასათავისუფლებლად, რომელიც 8 წელიწადს გაგრძელდა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
1821 წლის ბერძნული რევოლუცია იყო პირველი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც ევროპაში წარმატებას მიაღწია და შემდგომში ბიძგი მისცა სხვა ერებს, რათა შეექმნათ ეროვნული სახელმწიფოები, რაც ევროპისთვის აქამდე უცხო იყო. ბერძნებს არ გამოუგონიათ ეროვნული სახელმწიფო, მაგრამ სწორედ მათ შეძლეს ამ ექსპერიმენტის რეალიზება.
საბერძნეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი მომენტი, რომლის შედეგად ევროპის მთელი გეოპოლიტიკური რუკა XVIII საუკუნის მრავალეთნიკური, ავტოკრატიულად მართული იმპერიების მოდელიდან გადაეწყო XX საუკუნის ეროვნული სახელმწიფოების მოდელზე.
"თავისუფლება მხოლოდ იმათი საკუთრებაა, ვისაც მის დასაცავად გამბედაობა ჰყოფნის."
პერიკლე
Ελευθερία ή Θάνατος!

20.03.202519:14
90-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ბანაკის დაშლამ, ეთნოკონფლიქტების მთელი ეპოქა შექმნა. ომის სისასტიკესთან, დანაშაულებთან და ეთნიკურ წმენდებთან ერთად ამ პერიოდს თავგანწირვისა და სიმამაცის უამრავი შემთხვევა ახსოვს, მათ შორის ნაადრევად დაკაცებული ბავშვების ისტორიები. ერთ-ერთი ასეთი ბავშვი სპომენკო გოსტიჩია - სერბი ბიჭუნა ბოსნიიდან, სოფელ იოვიჩიდან.
სპომენკომ ნაადრევად დაკარგა მამა. მოგვიანებით, როცა ომი ბოსნიაში უკვე ახალი დაწყებული იყო გარდაეცვალა დედაც, ამიტომ ის ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად. 92 წლის სექტემბერში სპომენკოს ბებია ბოსნიელი-მუსლიმების საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.
მალევე სპომენკო სერბთა რესპუბლიკის ჯარს შეუერთდა, სადაც თავდაპირველად კურიერის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით კი ჯარისკაცებისთვის წინა ხაზზე საკვებისა და შეიარაღების მიტანა დაევალა, შემდეგ თავისი ინიციატივით დაჭრილების ზურგში გამოყვანაც დაიწყო. პატარა გმირი ურემში შებმული ორი ცხენით ფრონტის ყველაზე რთულად მისაღწევ მონაკვეთებში, შუა ბრძოლაში ჩნდებოდა. ერთ-ერთი გასვლის დროს ცხენები ნაღმზე აფეთქდნენ, სპომენკო კი დაიჭრა, ამის მიუხედავად იგი კვლავ აგრძელებდა თავის რეიდებს. მორიგი რეიდის შემდეგ მას ფოტოგრაფმა ტომისლავ პეტერნაკმა ფოტო გადაუღო - ბიჭი დაზიანებულ ურემზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. იგი დანაღმული ველიდან ახალი დაბრუნებული იყო. "ჰეი, სპომენკო, შენ დღეს ისტორიაში შეხვედი! - დაუძახა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა. "ჯანდაბას ისტორია, მთავარია დღეს ცოცხალი გადავრჩი" - უპასუხა სპომენკომ. 14 წლის სპომენკო ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზული იყო, ომმა მას წაართვა ბავშვობა და ოჯახი, რომელზედაც იგი ოცნებობდა.
92 წლის ბოლოს გოსტიჩთან ერთადერთი ინტერვიუ ჩაწერეს. როცა ის ეთერში გავიდა, რედაქციაში უამრავი ზარი შევიდა, ძალიან ბევრ ადამიანს სურდა ბიჭის დახმარება. ერთი პარიზში მცხოვრები სერბი წინა ხაზზეც კი ჩავიდა და დიდხანს ესაუბრებოდა სპომენკოს. ამ საუბრის შემდეგ ბიჭი დათანხმდა საფრანგეთში გადასვლაზე, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ. "მე არ გავხვდები დეზერტირი და არ მივატოვებ ჩემს ხალხს გასაჭირში. მე აქ ბოლომდე დავრჩები" - უთქვამს ბიჭს.
93 წლის მარტში ბოსნიელი-მუსლიმების არმიის მასშტაბური იერიში დაიწყო იმ პოზიციებზე სადაც სპომენკო იმყოფებოდა. ამ დროისთვის ის არტილერიაში მსახურობდა. სერბების პოზიციები მუდმივად იბომბებოდა, იზრდებოდა სერბების დანაკარგებიც. სპომენკომ უარი განაცხადა სერბულ ჯართან ერთად უკან დახევაზე, ის მშობლიური სოფლის დასაცავად დარჩა. 20 მარტს სპომენკო ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა და გარდაიცვალა. ის მშობლიურ სოფელ იოვიჩიში დაასაფლავეს, სოფელში რომელიც არ მიატოვა და ბოლომდე იცავდა.

19.03.202509:48
18.03.202511:25
მერაბ მინდიაშვილი ბავშვობიდანვე უშიშარი, პრინციპული, ჯიუტი და ფიზიკურად ძლიერი იყო, ამიტომ პაპამ მეტსახელად "ვირო" შეარქვა. მას შემდეგ, რაც 1989 წელს ქართველებსა და ოსებს შორის მდგომარეობა დაიძაბა და ოსმა სეპარატისტებმა ქართველების შევიწროება დაიწყეს, მერაბ მინდიაშვილი დიდი ლიახვის ხეობის ცხრა სოფლის რაზმის მეთაურად აირჩიეს. მან პირადად დაურიგა იარაღი ლიახვის ხეობის მაცხოვრებლებს, რათა მათ შესძლებოდათ რუსული და ოსური ბანდფორმირებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავადაც აქტიურად იყო ჩართული მათ წინააღმდეგ გამართულ თავდაცვით ბრძოლებში. მტერს ძალიან ეშინოდა ვიროსი, რადგან სასტიკად უსწორდებოდა მათ ყოველი გატაცებისთვის, თავდასხმისთვისა და მკვლელობისთვის, ამიტომ ოსებს მისი მოკვლისთვის ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.
1991 წლის 18 მარტს, გამთენიისას, მერაბ მინდიაშვილი და მისი თანამებრძოლი ზურაბ ხაბარელი სოფელ ერგნეთში მიდიოდნენ, რა დროსაც ოსებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს და ცეცხლი გაუხსნეს. პირველი ტყვია ხაბარელს მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა. მუცელში დაჭრილი მერაბ მინდიაშვილი ოსებმა დაატყვევეს, ჯერ აწამეს, შემდეგ ხის კუნძზე მიაბეს, საბურავები ჩამოაცვეს, ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლმოკიდებული მერაბ მინდიაშვილი არ გატყდა და ვიდრე ცეცხლმა, მისი სხეული ფერფლად არ აქცია "შავლეგოს" ბოლო ხმაზე, ბოლო ამოსუნთქვამდე მღეროდა. ვიროს მკვლელობა ოსებმა ცხინვალში ფეიერვერკების გასროლით აღნიშნეს. სხვათა შორის გოგა ხაინდრავამ, რომელიც დღეს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ხშირად უკითხავს მორალს - მინდიაშვილის წამების კადრები საზღვარგარეთ გაიტანა და ისე წარმოაჩინა თითქოს ქართველები ოსებს ცოცხლად წვავდნენ.
ეროვნული მოძრაობის ჰიმნის სიმღერით, ვაჟკაცურად, გმირულად დაიღუპა სამაჩაბლოელი ქართველი, გამორჩეული მეომარი მერაბ მინდიაშვილი.
მერაბ "ვირო" მინდიაშვილი სუფევს!
ბოდიში? არასდროს!

14.03.202511:13

02.04.202516:20
24.03.202514:02

20.03.202519:14
19.03.202509:48
2022 წლის 19 მარტს პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა ზეციური საქართველოს ლაშქარს შეუერთდა. პოლკ აზოვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც მონაწილეობას იღებდა პოლკის ჩამოყალიბებაში მისი შექმნის დღიდან, ხელმძღვანელობდა პოლკის ახალწვეულების მომზადებას.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბახვა ჩიქობავა მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში. 2022 წლის 18 მარტს ის სხვა აზოველებთან ერთად ქალაქის ცენტრში გადაისროლეს, რუსების გარღვევის შესაჩერებლად და მტრის ტექნიკის გასანადგურებლად. ბახვა, როგორც ქალაქის ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტი 25 კაციანი ჯგუფით პირველი წავიდა დავალების შესასრულებლად. ტანკებით გარშემორტყმულმა, ტექნიკის გასანადგურებლად საჭირო იარაღის არმქონე აზოველებმა შეძლეს მტრის მოგერიება პირველ დღეს. 19 მარტის დილას, აზოვის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა, აზოვის სერჟანტთა სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი და ბახვას უახლოესი მეგობარი - გიორგი ქუფარაშვილი მძიმედ დაიჭრა. ჩიქობავამ მისი ევაკუაცია უზრუნველყო - მსუბუქი ავტომობილით, სწრაფი სიჩქარით, ტანკის ლულების გვერდის ავლით სამშვიდობოს გაიყვანა, შემდეგ კი ისევ პოზიციაზე დაბრუნდა. ქუფარაშვილის გარდა ჩიქობავამ კიდევ სამი აზოველის ევაკუაცია განახორციელა.
ბახვა ჩიქობავა ალყაში გარშემორტყმული აზოველების გამოყვანის დროს რუსებმა მოკლეს. მოგვიანებით აზოვის ოფიცრებმა ბრძოლით გაიკვალეს გზა, გამოიტანეს ბახვას ცხედარი და აზოვსტალზე დაკრძალეს.
ბახვა ჩიქობავა მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, აწყობდა დივერსიულ თავდასხმებს მტრის ზურგში, ასრულებდა ყველაზე სარისკო დავალებებს და არაერთხელ ყოფილა მძიმედ დაჭრილი.
ბახვა ჩიქობავა დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლისა და უკრაინის სახალხო გმირის ორდენებით.
პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა სუფევს!

13.03.202513:51
1907 წლის 13 მარტს, ბუქარესტში დაიბადა რუმინელი ფილოსოფოსი, ეთნოგრაფი, მწერალი, ლეგენდარული "რკინის გვარდიის" იდეოლოგი და კორნელიუ კოდრეანუს თანამოაზრე - პროფესორი მირჩა ელიადე.
მან უდიდესი წვლილი შეიტანა მეტაფიზიკის შესწავლასა და თანამედროვე ადამიანის მიერ თავდაპირველი საკრალური ასპექტების გააზრებაში. ინტელექტუალურ სივრცეში ელიადე ითვლება პირველ ადამიანად, ვისაც შეიძლება ეწოდოს "რელიგიის ისტორიკოსი" ამ ტერმინის სრული გაგებით, თუმცა თავად მირჩა საკუთარ თავს ინტეგრალურ ტრადიციონალისტს უწოდებდა.
მას ეკუთვნის უამრავი ნაშრომი ალქიმიაზე, ფილოსოფიაზე, მონოგრაფიები და ესეები სიმბოლიზმზე ტრადიციაში, მითების კონცეფციაზე, აგრეთვე რომანები, პიესები და მოთხრობები, რომელთა მცირე ნაწილი ქართულ ენაზეცაა ნათარგმნი.
გარდაცვალებამდე ელიადე იყო მეცნიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ულტრაკონსერვატიული მიმდინარეობის გამორჩეული წარმომადგენელი. მას ადანაშაულებდნენ ფაშიზმისადმი სიმპათიებში, "რკინის გვარდიასთან" თანამშრომლობაში, ფაშისტური ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალო მონაწილეობაში, რაზედაც ის ორაზროვნად პასუხობდა, რომ "ეს მითია".
"კალი-იუგას სინდრომი ხასიათდება იმით, რომ ეს არის ერთადერთი ეპოქა, რომელშიც მხოლოდ ქონება იძლევა სოციალურ სტატუსს; სიმდიდრე ხდება სათნოების ერთადერთი მოტივი, ვნება და ავხორცობა - ერთადერთი დამაკავშირებელი დაქორწინებულებს შორის, სიცრუე და სიყალბე - ცხოვრებაში წარმატების მიღწევის უპირველესი პირობა, სექსუალობა - სიამოვნების ერთადერთი საშუალება, რა დროსაც გარეგანი, რიტუალური რელიგია ირევა სულიერებასთან. უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიმე ათასი წელი, ჩვენ კალი-იუგაში ვცხოვრობთ".

29.03.202513:02
დღევანდელ დღეს დაიბადა ლეგენდარული გერმანელი მოაზროვნე, მწერალი, ორი მსოფლიო ომის ქარიშხალ გამოვლილი ოფიცერი, "სულის არისტოკრატი" და "კონსერვატორი რევოლუციონერი" - ერნსტ იუნგერი.
“ნებისმიერი კომფორტისთვის უნდა გადაიხადო. შინაური ცხოველის მდგომარეობას სასაკლაო პირუტყვის მდგომარეობა მოსდევს".
"ომი ჩვენი მამაა, მან ჩაგვსახა, ახალი ტომი, სანგრების გავარვარებულ საშვილოსნოში, და ჩვენ სიამაყით ვაღიარებთ ჩვენს ნათესაობას. ამიტომ, ჩვენი ფასეულობები იქნება გმირების, მეომრების ფასეულობები და არავითარ შემთხვევაში მევახშეების, რომლებიც მზად არიან სამყარო საკუთარი არშინით გაზომონ. ჩვენ არ ვფიქრობთ სარგებელსა და პრაქტიკულ გამორჩენაზე, ჩვენთვის კომფორტი არაფერია, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის, რაც აუცილებელია - ის, რაც ბედისწერას სურს".

26 წლის წინ, 1999 წლის 24 მარტს, ნატოს ძალებმა აშშ-ს თაოსნობით იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყეს. ალიანსის ავიადარტყმები 78 დღეს გაგრძელდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 4 ათასამდე ადამიანი, 2/3 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვებიც, დაიჭრა 10 ათასამდე , განადგურდა ან დაზიანდა 40 ათასამდე შენობა, მათ შორის კულტურის ძეგლები. ეკოლოგიასა და ეკონომიკისთვის მიყენებული კოლოსალური ზარალი დღემდე თავს ახსენებს სერბეთს.
აგრესიის ფორმალური საბაბი გახდა ნატოს მოთხოვნის შეუსრულებლობა ბელგრადის მხრიდან, კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური ოლქიდან ჯარების გაყვანაზე, სადაც გამწვავებული იყო კონფლიქტი სერბულ და ალბანურ მოსახლეობას შორის.
სერბულმა მხარემ უარი განაცხადა ალბანელთათვის ფართო ავტონომიის მინიჭებასა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე ნატოს კონტინგენტის განთავსებაზე, რაც მისი სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იქნებოდა. შედეგად ნატოს ავიაციამ დაიწყო ოპერაცია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გარეშე, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ღია აგრესიაა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა ათასზე მეტი საფრენი აპარატი, რომელთა უმრავლესობა აშშ-ს წარმოდგენილი იყო. ოპერაციის 78 დღის განმავლობაში განხორციელდა 38 ათასი საბრძოლო გაფრენა, ჩამოგდებული იქნა 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა და 80 ათას ტონამდე ბომბი, მათ შორის კასეტური და ურანის დაბალი შემცველობის 15 ათას ტონამდე ბომბი. შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი იუგოსლავიაში. ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით.
უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში მყოფ იუგოსლავიას დანებება მოუწია, შედეგად კოსოვოსა და მეტოხიაში ნატოს კონტინგენტი შევიდა, რომელმაც მოგვიანებით რეგიონზე კონტროლი ალბანელ სეპარატისტებს გადასცა. 2008 წელს ე.წ. კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით. სხვათა შორის, ამ პრეცედენტმა გზა გაუხსნა რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ასაღიარებლად. კოსოვოში დარჩენილ სერბებს დღემდე ტერორსა და უსამართლობასთან ბრძოლაში უწევთ ცხოვრება.
“მშვიდობის სახელით” ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი რა თქმა უნდა არავინ აგო, აგრესორებს სინდისის ქენჯნაც არ აწუხებდათ, რაც მათ ცინიზმში გამოიხატა - ნატოს ავიაბომბებს ეწერათ: "ბედნიერი აღდგომა!", "იმედი გვაქვს მოგეწონებათ", "კიდევ გინდა სერბი იყო?" და ა.შ. ცნობისთვის, მოკავშირეებმა ბელგრადი 1944 წელსაც დაბომბეს, მაშინაც აგრესია აღდგომის დღესასწაულის პარალელურად მიმდინარეობდა და რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ასე მკვიდრდებოდა დემოკრატია იუგოსლავიაში - სირენების გამაყრუებელი ხმის, ბავშვების გოდებისა და ავიაბომბების აფეთქებების ფონზე...

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში რუსეთის შეჭრით მოსარგებლე ქემალისტურმა თურქეთმა, საქართველოს მთავრობას ართვინისა და არტაანის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც რა თქმა უნდა უარი მიიღო. უარის მიუხედავად ქართულ ჯარს აღნიშნული ქალაქების დაცლა მოუწია, რადგან ორ ფრონტზე ბრძოლის ძალა არ გააჩნდა.
23 თებერვალს თურქებმა ართვინი და არტაანი დაიკავეს, ხოლო 11 მარტს ბათუმში შევიდნენ. 17 მარტს გენერალმა ქიაზიმ ყარაბექირმა თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა. ამის პარალელურად რუსეთ-საქართველოს ომი ქუთაისის ხელშეკრულებით დასრულდა, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.
გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სწრაფად მოუყარა თავი ქართულ საჯარისო ნაწილებს, ჩამოაყალიბა შტაბი და გადავიდა მოქმედებაზე. მან ულტიმატუმი წაუყენა თურქებს, მოსთხოვა ქალაქის დატოვება, რაზეც უარი მიიღო. 18 მარტის დილის 7 საათზე ქართული ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ და ბარცხანის გარნიზონი აიღეს. აღსანიშნავია პოლკოვნიკ ფრიდონ წულუკიძეს თავდადება ამ ბრძოლაში, რომელიც ცხენზე ამხედრებული, ხმლით ხელში კაფავდა თურქებს.
19 მარტის საღამოსთვის ბათუმის მიდამოები და სტრატეგიული ფორტები თურქებისგან განწმენდილი იყო. მილიციისა და ფოსტა-ტელეგრაფის შენობებში გამაგრებული ოსმალები ქართულმა ჯარმა ალყაში მოაქცია.
20 მარტის დილის 9 საათზე თურქებმა დანებებისა და ქალაქის დატოვების მზაობა აცნობეს მაზნიაშვილს. შუადღის 12 საათისთვის ბათუმი თურქებისგან სრულად დაიცალა, ბრძოლა დასრულდა, ბათუმი გათავისუფლდა.
სამწუხაროდ არ გათავისუფლებულა სხვა ძირძველი ქართული მიწები, ამასთანავე თურქეთი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის, ეწევა აჭარის კულტურულ ექსპანსიას და იტოვებს მასზე პრეტენზიას. თურქული საფრთხე რეალურია, რადგან ანკარას დღემდე შემორჩენილი აქვს იმპერიული ამბიციები, ამაზე მეტყველებს ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია, სირიაში მიმდინარე მოვლენები, ტერიტორიული პრეტენზიები საბერძნეთთან, გავლენის ზრდა ბალკანეთში და აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკა. გარდა ამისა, თურქეთი დღესაც ახორციელებს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ეკონომიკურ და კულტურულ მხარდაჭერას.
მოჩვენებითი მეგობრობისა და პარტნიორობის უკან შესაძლოა იმპერიული ზრახვები იმალებოდეს, რასაც ისტორიის გაკვეთილები ცხადყოფენ.
ბათუმი ქართული ქალაქია!
დიდება ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს!

显示 1 - 24 共 51
登录以解锁更多功能。