Мир сегодня с "Юрий Подоляка"
Мир сегодня с "Юрий Подоляка"
Труха⚡️Україна
Труха⚡️Україна
Николаевский Ванёк
Николаевский Ванёк
Труха⚡️Україна
Труха⚡️Україна
Николаевский Ванёк
Николаевский Ванёк
Лёха в Short’ах Long’ует
Лёха в Short’ах Long’ует
VOL 2.0 avatar
VOL 2.0
VOL 2.0 avatar
VOL 2.0
22.02.202514:41
❗️ტრამპის გუნდმა უკრაინას სთხოვა გამოეთხოვა რეზოლუცია, რომელიც გმობს პუტინს ომის დაწყების გამო. კიევი შოკირებული იყო: ზელენსკიმ უარი თქვა - Washington Post ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ რუსეთს არ სურს დატყვევებული „აზოვის“ და საზღვაო ქვეითების გაცვლა საკუთარ ჯარისკაცებზე - უკრაინის საკოორდინაციო შტაბი

🔻 უკრაინელ მომლაპარაკებლებს ხანდახან უწევთ რუსების იქით დარწმუნება, რათა მათ დაიბრუნონ საკუთარი ტყვეები. ოკუპანტები ძირითადად დაინტერესებულნი არიან წვევამდელებისა და ჩეჩნების გაცვლით, ხოლო სხვა რუსები არ აინტერესებთ.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ექვსი გენერალი და ადმირალი.

🔻 მათ შორის არის გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარე ჩარლზ ბრაუნი, რომელიც ჩაანაცვლა დენ კეინმა.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ რუსეთმა ამერიკულ კომპანიებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა წიაღისეულის საბადოებზე წვდომა მისცეს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, - WSJ

VOL 2.0 | CONTACT
22.02.202512:46
‼️ ასეთი განცხადებებისა და ინიციატივების გათვალისწინებისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სპეციფიკა, რომელიც ნატოს სამშვიდობო ძალებს უკრაინაში განსაზღვრავს, ისევე როგორც მათ მიზანშეწონილობას.

🔻 რჩება ღია კითხვები: რა როლებს შეასრულებენ ისინი (საერთოდ დაექვემდებარებიან თუ არა უკრაინის გენერალურ შტაბს და საჭირო არიან თუ არა იქ ამის გარეშე?), ასევე როგორ იმოქმედებენ გარდაუვალი მეორე სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში.

🔻 ამ დროისთვის, ნებისმიერი განცხადება მხოლოდ ესკიზები და წინადადებებია.
‼️ შედგა შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და ბუნდესვერის გენერალურ ინსპექტორს კარსტენ ბროიერს შორის.

🔻 გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას უკრაინელმა გენერალმა გერმანელ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარება გააცნო. მხარეებმა განიხილეს უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის საჭიროება, ასევე უკრაინელი სამხედროების მომზადება.

VOL 2.0 | CONTACT
❗️ უკრაინელებმა დანაყოფი „აიდარი“-დან დაატყვევეს რუსი.

🥹 შემეცოდებოდა რუსი, რომ არ იყოს.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ ოდესაში მოქალაქემ „ორლან-10“ ის ნარჩენები აღმოაჩინა და სახლში წაიღო.

😁 არადა ვუთხარი ნუ მიღებთ თქო

VOL 2.0 | CONTACT
🫡🇺🇸 „ამერიკელები არ იფიცებენ მეფის, ტირანის ან დიქტატორის ერთგულებას. ჩვენ ვიფიცებით კონსტიტუციას და ამერიკის იდეას, რისთვისაც მზად ვართ მოვკვდეთ." - მარკ მილი

VOL 2.0 | CONTACT
‼️ შეერთებულმა შტატებმა წარადგინა გაეროს რეზოლუციის პროექტი რუსეთის შესწორების გათვალისწინებით (კააარლ), რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე უნდა გამოქვეყნდეს. პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება უკრაინისა და ევროპის მიერ მომზადებული ტექსტისგან.

🔻 თავად რუსეთის ელჩმა გაეროში ნებენზიამ აშშ-ს პროექტს "კარგი ნაბიჯი" უწოდა.

🔻 „ეს რეზოლუცია შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებას, რომ გაერო უნდა დაუბრუნდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მთავარ მისიას, მათ შორის დავების მშვიდობიანი მოგვარების გზით“ - განაცხადა მარკო რუბიომ

VOL 2.0 | CONTACT
‼️ დიდი ბრიტანეთი განიხილავს თავისი მოიერიშე Typhoon - ების გაგზავნას უკრაინის თავზე პატრულირებისთვის - The War Zone

🔻 „ათობით“ ბრიტანელი გამანადგურებელი, სავარაუდოდ, დააკვირდება რუსეთის საჰაერო აქტივობას და დაეხმარება „მცირე სამშვიდობო ძალების“ დაცვას ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

🔻 საჰაერო პატრულირება, ფრენის აკრძალული ზონის დაწესებისგან განსხვავებით, არის სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მონიტორინგს და სწრაფ რეაგირებას საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებზე.

🔻 ამ შემთხვევაში, ალბათ, საუბარია სადემარკაციო ხაზის კონტროლზე და რუსული თვითმფრინავების (შესაძლოა, უკრაინულისაც) ავიახაზების გარკვეულ მანძილზე მიახლოების აკრძალვას.

🔻 ასეთი მისია მოითხოვს საერთაშორისო კოორდინაციას, მნიშვნელოვან რესურსებს და ლოგისტიკურ საკითხებს, როგორიცაა განლაგება და მიწოდება.

🔻 ნატოს ქვეყნების მონაწილეობა ასეთ მისიაში არ დაექვემდებარება კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლს.

VOL 2.0 | CONTACT
22.02.202512:26
❗️ მინდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან მაგარი ტელეგრამ არხი აჭარა თაიმსი

ეს ძალიან მაგარი საინფორმაციო პორტალი უმაღლეს დონეზე მუშაობს და აჭარაში მიმდინარე პროტესტს ყოველდღიურად და დაუღალავად აშუქებს მისი ავტორი

საერთოდ აჭარაში და ბათუმში რაც ხდება ერთერთი პირველი ამ არხზე შეგიძლიათ ნახოთ, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია მას

ბმული: https://t.me/ajaratimes_ge
‼️ მსოფლიოს 78 ქვეყანა და 651 ქალაქი უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს გამართავს, მათ შორის რათქმაუნდა საქართველოც

🔻 22-24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი 981 ღონისძიებაა დაგეგმილი.

🔻 კამპანიის მიზანია შეახსენოს მსოფლიოს სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელიწადისა და რუსეთის შემოჭრის შედეგების შესახებ უკრაინასა და მთელ მსოფლიოში და მოუწოდოს დემოკრატიულ მთავრობებს უკრაინის მხარდაჭერის მობილიზებისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ, რათა დასრულდეს ომი და აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

VOL 2.0 | CONTACT
😂 რუსების ვირებზე ალბათ უკვე გსმენიათ, ხოდა აგერ გაუჯიუტდა.

ისე „ნულზე“, რომ ხარ ყოველ წუთას ელოდები დრონის გამოჩენას და თან ვირის ქაჩვა გიწევს. კარგია ასე გააგრძელეთ

VOL 2.0 | CONTACT
❗️ როსტოვში რაღაც იწვის.

VOL 2.0 | CONTACT
22.02.202512:59
❗️ აშშ უკრაინას დაემუქრა Starlink-ის სისტემისგან გათიშვით, თუ ის უარს იტყვის „მინერალების“ ხელშეკრულების ხელმოწერაზე - Reuters.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა F-16C-ების ფოტოები, რომლებიც ახორციელებენ პატრულირებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ახალი შეიარაღებით - 70 მმ-იანი HYDRA რაკეტების ბლოკები, რომლებიც აღჭურვილია APKWS II ლაზერული დამიზნების მოდულებით.

🔻 სურათებზე ასევე ჩანას განადგურებული დრონების აღმნიშვნელი სტიკერები და რევოლვერების სილუეტები, რომლებიც შესაძლოა 20 მმ-იანი M61 Vulcan-ის ქვემეხით განადგურებული სამიზნეების აღმნიშვნელი იყოს.

🔻 აღსანიშნავია, რომ პირველი ცნობები ამ რაკეტების გამოყენების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკულმა F-16-ებმა გამოიყენეს ისინი წითელ ზღვაში ჰუსიტების დრონების განადგურებისთვის. თავდაპირველად შემუშავებული, როგორც უმართავი ჰაერი-მიწა რაკეტები, 70 მმ HYDRA, APKWS II ლაზერული მართვის მოდულის წყალობით, გახდა დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური და შედარებით იაფი საშუალება.

🔻 საბრძოლო მასალის გაზრდილი დატვირთვა საშუალებას იძლევა F-16C-ს მნიშვნელოვნად გაზარდოს შესაძლო ჩარევების რაოდენობა მისიის მიხედვით. თუმცა, მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, მაგალითად, მანევრირებაში, APKWS II-მ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა, ნელი და არამანევრირებადი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა დრონები.

VOL 2.0
| CONTACT
22.02.202511:52
‼️ ეს პოსტი მათთვისა ვისაც გსურთ ჩვენის საქმიანობის მხარდაჭერა და ჩვენთვის ხელის შეწყობა

🔻 ჩვენი ერთადერთი შემოსავალი არის ჩვენი გამომწერების მიერ შემოწირული თანხები, რომლებითაც შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის და პირადი საჭიროებებისთვის საჭირო ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურება.

რეკვიზიტები:

BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/vol20pay
LTC (LTC) - #LRC3M7pgA6eQDBYo45KhXndYwsaH1RJU1y
USDT (TRC20) - #TAXFHApGgwy6W4B8tzn7WygqvacNzV16tB
PATREON: patreon.com/VOL20

1 ჩარიცხული ლარიც კი ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა და უღრმესი მადლობა ყოველ თქვენგანს ვინც დღემდე გვერდში გვიდგას ❤️
გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ!
წინ საქართველო! ბოლომდე!
22.02.202513:57
რუსების მიერ ფრონტზე მომსახურე ერთ ერთ სახელოსნოში შემუშავებული რობოტიზებული გამშვები პლატფორმა Охотник.
3 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Корнет ის გასაშვებად.

ორი ვარიანტია: სამფეხაზე და მუხლუხოიან სახმელეთო დრონზე. გამშვების მართვის სისტემა კაბელით ან რადიომართვადი.
‼️ თუ მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება, რუსები მთელ დონბასს წლის ბოლომდე დაიკავებენ - The Independent.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ გუშინ ღამით რუსებმა 162 „შაჰედი“ გაუშვეს უკრაინის მიმართულებით.

82 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო 75 რებ სისტემებით იქნა ჩახშობილი.

VOL 2.0 | CONTACT
22.02.202512:57
‼️ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ცდილობს უკრაინის ხელმძღვანელობის დაკნინებას - ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა-აშშ-ს „იშვიათი მინერალების“ ხელშეკრულება არ შედგება.

🔻 შეერთებულ შტატებს სურს მიიღოს „სრული მოგება“ ერთდროულად - გაყინოს ბრძოლის ველი და მოიპოვოს წვდომა უკრაინის რესურსებზე. უკრაინული მხარე კვლავ უკმაყოფილოა პირობებით, კერძოდ უსაფრთხოების გარანტიების საკითხით.

🔻 როგორც ჩანს ტრამპი ბანანის რესპუბლიკების ადგილობრივ დიქტატორებთან არსებული გამოცდილების გადატანას ცდილობს უკრაინაზე. შეერთებული შტატებს ას წელზე მეტია აქვს საქმე „ბანანის დიქტატორებთან“, ისინი ყოველთვის ადვილად თანხმდებიან ასეთ გარიგებებზე, ყიდიან თავიანთ ქვეყანას მთლიანად, რადგან ისინი თავს არ თვლიან ერის ნამდვილ ლიდერებად, არამედ უბრალო გუბერნატორებად, რომლებსაც "თეთრი ბატონები" ტერიტორიას ანდობენ.

VOL 2.0 | CONTACT
‼️ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსების ახალი თავმჯდომარე დანიშნა.

🔻 საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი დენ "რაზინ" კეინი, სამ ვარსკვლავიანი საჰაერო გენერალი F-16-ით 2800-ზე მეტი ფრენის საათით, მათ შორის 150-ზე მეტი საბრძოლო საათის ჩათვლით. ის 2021-2024 წლებში მუშაობდა დირექტორის მოადგილედ CIA-ს სამხედრო საკითხებში.

🔻 ტრამპმა აღნიშნა, რომ „მძინარე ბაიდენმა“ დენ-ი არ დააწინაურა და ეს იყო დიდი შეცდომა, მაგრამ ახლა, მისი თქმით, კეინი, პიტ ჰეგსეთთან ერთად "აღადგენს მშვიდობას ძალით, პირველ ადგილზე დააყენებს ამერიკას და აღადგენს აშშ-ს არმიას".

VOL 2.0 | CONTACT
‼️ ხვალ გერმანიაში არჩევნები იწყება, მოდით შევაჯამოთ და განვიხილოთ რა ხდება დოიჩლენდში.

🔻 ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ევროპაში, მას შემდეგ, რაც სამი წლის ომი დაიწყო, ომი რომელიც განსაზღვრავს კონტინენტის მომავალ ბედს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის არჩევნები 2024 წლის ივლისში, სადაც ულტრამემარჯვენე პუტინისტები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ.

🔻 არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანია არის ნომერ 1 ეკონომიკა ევროპაში ყველაზე ძლიერი პოტენციალით. არამედ იმიტომ, რომ ამჟამინდელი გერმანული ულტრამემარჯვენეები ბევრად უფრო ჯიუტები არიან ვიდრე ფრანგები. მათ მაინც იციან თავიანთი საზღვრები - ლე პენის მთავარმა მოკავშირემ ჯორდან ბარდელამ გუშინ უარი თქვა კონსერვატიულ CPAC-ის კონფერენციაზე გამოსვლაზე მას შემდეგ, რაც ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ფაშისტმა სტივ ბენონმა, ფაშისტური მისალმება აჩვენა.

(ბენონი არის ამერიკული ნეო-ფაშიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი, ის „აღიზარდა“ ჯულიუს ევოლასა და ალექსანდრე დუგინის "ნამუშევრებზე").

🔻 CDU/CSU კვლავ ლიდერობს გამოკითხვებში მისმა ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გუშინ მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გაფართოებას უკრაინაზე და დაჰპირდა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა მოკავშირეებთან. ადრე მერცი მხარს უჭერდა „ტაურუსის“ უკრაინისთვის მიწოდებასაც.

🔻 მიუნხენის კონფერენციის შემდეგ CDU/CSU-მ +1% მოიპოვა, ახლა მას აქვს 30%, ხოლო პუტინის მომხრე ალტერნატივა გერმანიისთვის -1%, ახლა აქვს 20%, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვენსის გამოსვლამ უფრო მეტად შეაშინა გერმანია, ვიდრე შთააგონა.

🔻 ასევე გასათვალისწინებელია, თუ როგორ აღზევდა მემარცხენეობა ბოლო ორ კვირაში - მათ გვერდი აუარეს პუტინისტ სარა ვაგენკნეხტს (ფიცოს ერთგვარი ანალოგია) და ახლა ადვილად უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი.

🔻 მემარცხენეობის აღზევება აიხსნება მხოლოდ ერთი რამით - გერმანიის საზოგადოებაში „ანტისხეულები“ არის უკიდურესი მემარჯვენეების მიმართ. და ეს საკმაოდ კარგი ამბავია, რადგან CDU/CSU და მერცი, როგორც მემარჯვენე ცენტრისტები, არ გამორიცხავენ მათთან კოალიციას. საერთო ჯამში ასე გამოდის, რომ მემარჯვენეებს და მემარცხენეებს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან ვიდრე რადიკალ ფანატიკოსებთან

🔻 შოლცისა და პისტორიუსის SDP და ბაერბოკისა და ჰაბეკის მწვანეები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ. ეს ასევე კარგია უკრაინისა და ევროპისთვის.

❗️ აბა ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს გერმანია

VOL 2.0
| CONTACT
Shown 1 - 24 of 28
Log in to unlock more functionality.