Notcoin Community
Notcoin Community
Proxy MTProto | پروکسی
Proxy MTProto | پروکسی
Proxy MTProto | پروکسی
Proxy MTProto | پروکسی
iRo Proxy | پروکسی
iRo Proxy | پروکسی
საქართველო - VOL 2.0 avatar
საქართველო - VOL 2.0
საქართველო - VOL 2.0 avatar
საქართველო - VOL 2.0
სასრაფოდ ❗️❗️❗️ ბათუმში, აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძო თავშესაფარი ხდება ეს… გზა მართლა მიუვალია თუ რუკაზე ნახავთ


#დაიტოვე
25.02.202518:15
‼️ მარშის რუსთაველზე შემოსვლის კადრები.

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
25.02.202517:52
‼️ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ვიდეო: SOVA

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
25.02.202517:32
‼️ პირველი რესპუბლიკის სული, თავისუფლების მოედანზე შევიდა.

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
22.02.202516:23
‼️ ხალხი მოდის და მოდის.

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
22.02.202514:12
🔻 მოქალაქე გიორგი მონავარდისაშვილი, რომლის მანქანასაც, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე ოლიგარქის პოლიცია თავს დაესხა და წიხლებს ურტყამდა, 1 500 ლარით დააჯარიმეს და ავტომობილის მართვის უფლება 1 წლით ჩამოართვეს | მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან
26.02.202507:12
❗️"ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ მოხალისეებს, რომლებიც დიდთოვლობაში ჩარჩენილი ხალხის დასახმარებლად თვითორგანიზებით და საკუთარი რესურსებით წავიდნენ, დახმარება აქეთ სჭირდებათ
25.02.202518:10
ბათუმი ახლა - თოვა შეჩერდა

25.02.2025


წყარო: ბათუმელები

პ.ს. ეს არის ბათუმის ცენტრალური ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, რომელიც „გაწმინდეს“ ქოცნების თქმით, როგორაც გაწმინდეს კი ხედავთ.

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
25.02.202517:50
‼️ რუსთაველი სავსეა.

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
🔴 "დიქტატორი" ✊🇺🇦
22.02.202515:37
🔴 გაგიჟდნენ 😂
22.02.202514:02
‼️ ეს არის პუშკინის ქუჩა, ერთერთი მთავარი ქუჩაა ბათუმში და იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს დატვირთვა კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა თქვენ თვითონაც ხედავთ რა სიტუაციაა.
26.02.202505:49
⭕ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

⭕ მათივე ცნობით, ზვავის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 4 ავტომობილი.
25.02.202518:07
‼️ ბათუმი, კანალიზაციის მუდმივი პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც „ქოცნებამ“ ათობით მილიონი ლარი ჩადო ბიუჯეტიდან (ოღონდ ჯიბეში).

ბათუმი - ფიროსმანის ქუჩა - რეზინს არ ვიმჩნევთ. 21 საუკუნე


წერს Platina Batumi

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
25.02.202517:43
‼️ რუსთაველი ახლა.

🔻 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა აქციაზე

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
23.02.202516:32
‼️ ბათუმელებო დატენეთ ტელეფონები და Powerbank ები, არ უჩანს კაი პირი დღეს „შუქს“
22.02.202514:37
“სტუდენტები, როგორც საზოგადოების ყველაზე აქტიური და შეუპოვარი ნაწილი, არ აპირებს სიჩუმეს. ჩვენი თაობა ვალდებულია, დაიცვას საქართველოს დემოკრატია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ამ მიზნით დავაფუძნეთ მოძრაობა „სტუდენტური ძალა“ – ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ჩაებმება ეროვნული მასშტაბის ბრძოლაში საქართველოს გადასარჩენად!” - წერია განცხადებაში.

განცხადება სრულად:
2024 წლის ოქტომბრის გაყალბებულმა არჩევნებმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლებას სიცრუით, ძალადობითა და რეპრესიებით ინარჩუნებს.
- მშვიდობიანი მოქალაქეები,სტუდენტები და აქტივისტები დღეს ციხეში არიან, იტაცებენ, სასტიკად უსწორდებიან ქუჩაში.
- დამოუკიდებელი ინსტიტუტები სრულად კონტროლდება – სასამართლო, საზოგადოებრივი მაუწყებლი , განათლების სისტემა პარტიული ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.
- ქვეყნის ევროპული მომავალი რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ აირჩია - ხელისუფლების პოლიტიკური სიგნალებით ნადგურდება.
ეს მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის – ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, ბრძოლა მომავლისთვის!
სტუდენტები, როგორც საზოგადოების ყველაზე აქტიური და შეუპოვარი ნაწილი, არ აპირებს სიჩუმეს. ჩვენი თაობა ვალდებულია, დაიცვას საქართველოს დემოკრატია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ამ მიზნით დავაფუძნეთ მოძრაობა „სტუდენტური ძალა“ – ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ჩაებმება ეროვნული მასშტაბის ბრძოლაში საქართველოს გადასარჩენად!
ჩვენი მიზანია :
- სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ბრძოლა – სადაც ხალხის ნება განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და არა კრიმინალური კლანები!
- სამოქალაქო და პოლიტიკური პროცესებში ახალგაზრდების სრული ჩართულობა
- ერთიანი, ძლიერი სტუდენტური ქსელის შექმნა, რომელიც რეგიონებისა და დედაქალაქის ახალგაზრდებს გააერთიანებს საერთო ბრძოლაში!
ჩვენ ჩავატარეთ პირველი კამპანია
უკვე ჩატარდა პირველი კამპანია, რომლის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ საქართველოს დიდ ქალაქებში, აქტიურ სტუდენტებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და ახალგაზრდულ მოძრაობებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველგან – თბილისში, გორში , ქუთაისში, ბათუმში, ახალგაზრდები ერთ რამეს ითხოვენ: სამართლიან არჩევნებს, თავისუფლებას და მომავალს, რომელიც ამ ხელისუფლებამ მათ წაართვა!
ჩვენ ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ კამპანიებს და ქმედით ნაბიჯებს , რომელიც მთელ ქვეყანას გააერთიანებს!
ჩვენ სამოქმედო გეგმას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ !
„შენ გარეშე არ გამოვა!“


წყარო: Protest 24
22.02.202513:19
‼️ “ოცნების ქალაქში” ტრაგიკულად დაღუპული ანდრიასა და ლევანის ხსოვნის პატივსაცემად ბათუმში მდუმარე მარში მიმდინარეობს.

ლაივი: https://www.facebook.com/share/v/1DxkcQkeZ8/
დღეს დილიდან ვცდილობთ გურიაში შემოღწევას. ჯერ ჩოხატაურისკენ დავიძარით, მაგრამ ზვავი ჩამოწვა და უკან დაბრუნება მოგვიწია. სამაშველოს თანამშრომელი შეგვხვდა გზად. გვითხრა, ჩვენც ძლივს დავდივართ, ცუდი საბურავები მოგვცესო.

ოზურგეთში, არა თუ შიდა ქუჩები, ამ დრომდე, ქალაქის ცენტრალური ქუჩებიც არ არის გაწმენდილი. მხოლოდ ის ნაწილი - სადაც საკრებულო და მერია მდებარეობს. სახურავები ჩამონგრევის პირასაა. ბაზარი, ბავშვთა გასართობი სივრცე და უამრავი სახლი უკვე ჩამოინგრა.

მეხუთე დღეა თითქმის გადაუღებლად თოვს და ახლა ჩართეს ჯარი, პრემიერს ახლა გაახსენდა ჩამოსვლაო, ადგილობრივები ამბობენ. სანამ ჩინოვნიკები კაბინეტებში თათბირობენ, ადამიანები იღუპებიან. ერთი გაიყინა, მეორეს სახურავი ჩაენგრა, მესამემ, დიაბეტიანმა სასწრაფო ვერ გამოიძახა, დაცლილი ტელეფონის გამო და მოხუცი დედა მარტო დარჩა.

კიდევ ერთ დედას შვილი ჰყავს გარდაცვლილი და უგზოობის გამო, შვილთან ვერ ადის, რომ დაიტიროს.


წერს სალომე სიმონია
25.02.202517:58
🔥 მსვლელობის შემოსვლა რუსთაველზე.

საქართველო - VOL 2.0 | კონტაქტი
25.02.202517:42
ლანჩხუთში, ჟორდანიას 110 ში გაკეთდა შტაბი.

აქედან ანაწილებენ საკვებს.

მოხალისე ლევან გათიაშვილი არის ადგილზე. კომენტარებში დაწერეთ რა გინდათ მოგიტანონ და რომელ მისამართზე.


წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
22.02.202516:27
კარგი. მაგრამ 2012 წლამდე სად იყო ეს ბავშვი?😆❤️
22.02.202514:37
‼️ ხვალ, 23 თებერვალს 14:00-ზე დუშეთში აქციაა ჩანიშნული.

გამარჯობა! ხვალ, სინათლის მოძრაობასთან ერთად, ვაპირებთ წასვლას დუშეთში.
გავდივართ 13:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან.

ვისაც გყავთ მანქანა და თქვენი მანქანით წამოხვალთ ბენზინის ხარჯში შევეხიდებით ერთმანეთს ❤️


პოსტის ბმული: https://www.facebook.com/share/p/17ggcg5oBV/

#დაიტოვე
‼️ ხვალ გერმანიაში არჩევნები იწყება, მოდით შევაჯამოთ და განვიხილოთ რა ხდება დოიჩლენდში.

🔻 ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ევროპაში, მას შემდეგ, რაც სამი წლის ომი დაიწყო, ომი რომელიც განსაზღვრავს კონტინენტის მომავალ ბედს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის არჩევნები 2024 წლის ივლისში, სადაც ულტრამემარჯვენე პუტინისტები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ.

🔻 არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანია არის ნომერ 1 ეკონომიკა ევროპაში ყველაზე ძლიერი პოტენციალით. არამედ იმიტომ, რომ ამჟამინდელი გერმანული ულტრამემარჯვენეები ბევრად უფრო ჯიუტები არიან ვიდრე ფრანგები. მათ მაინც იციან თავიანთი საზღვრები - ლე პენის მთავარმა მოკავშირემ ჯორდან ბარდელამ გუშინ უარი თქვა კონსერვატიულ CPAC-ის კონფერენციაზე გამოსვლაზე მას შემდეგ, რაც ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ფაშისტმა სტივ ბენონმა, ფაშისტური მისალმება აჩვენა.

(ბენონი არის ამერიკული ნეო-ფაშიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი, ის „აღიზარდა“ ჯულიუს ევოლასა და ალექსანდრე დუგინის "ნამუშევრებზე").

🔻 CDU/CSU კვლავ ლიდერობს გამოკითხვებში მისმა ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გუშინ მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გაფართოებას უკრაინაზე და დაჰპირდა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა მოკავშირეებთან. ადრე მერცი მხარს უჭერდა „ტაურუსის“ უკრაინისთვის მიწოდებასაც.

🔻 მიუნხენის კონფერენციის შემდეგ CDU/CSU-მ +1% მოიპოვა, ახლა მას აქვს 30%, ხოლო პუტინის მომხრე ალტერნატივა გერმანიისთვის -1%, ახლა აქვს 20%, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვენსის გამოსვლამ უფრო მეტად შეაშინა გერმანია, ვიდრე შთააგონა.

🔻 ასევე გასათვალისწინებელია, თუ როგორ აღზევდა მემარცხენეობა ბოლო ორ კვირაში - მათ გვერდი აუარეს პუტინისტ სარა ვაგენკნეხტს (ფიცოს ერთგვარი ანალოგია) და ახლა ადვილად უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი.

🔻 მემარცხენეობის აღზევება აიხსნება მხოლოდ ერთი რამით - გერმანიის საზოგადოებაში „ანტისხეულები“ არის უკიდურესი მემარჯვენეების მიმართ. და ეს საკმაოდ კარგი ამბავია, რადგან CDU/CSU და მერცი, როგორც მემარჯვენე ცენტრისტები, არ გამორიცხავენ მათთან კოალიციას. საერთო ჯამში ასე გამოდის, რომ მემარჯვენეებს და მემარცხენეებს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან ვიდრე რადიკალ ფანატიკოსებთან

🔻 შოლცისა და პისტორიუსის SDP და ბაერბოკისა და ჰაბეკის მწვანეები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ. ეს ასევე კარგია უკრაინისა და ევროპისთვის.

❗️ აბა ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს გერმანია

VOL 2.0
| CONTACT
Паказана 1 - 24 з 178
Увайдзіце, каб разблакаваць больш функцый.